ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში თურქი მუშები გაიტაცეს


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა 18 თურქი მუშა გაიტაცეს. მუშები თურქული სამშენებლო კომპანია „ნუროლ ინსაათის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ქალაქის შიიტურ უბანში ფეხბურთის სტადიონს აშენებენ.

შეიარღებულმა ჯგუფმა მუშები დილის 3 საათისთვის გაიტაცა, მას შემდეგ, რაც დაცვა განაიარაღა და მუშების საცხოვრებელ სასუტმორში კარებები შეამტვრია. ამ ეტაპზე გამტაცებლების ვინაობა ან დანაშაულის მოტივი ცნობილი არ არის.

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ნუმან კურტულმუსის განცხადებით, თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები ერაყის ოფიციალურ პირებს უკვე დაუკავშირდნენ.

გასულ წელს დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ მოსულში მდებარე თურქეთის საკონსულოში 49 თურქი მძევალი სამი თვით დაატყვევა. მძევლებს შორის დიპლომატები, ჯარისკაცები და ბავშვები იყვნენ.

XS
SM
MD
LG