ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტი ტრამპის ახლო-აღმოსვალეთის პოლიტიკას აკრიტიკებს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი პაკისტანში ორ-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სწორედ იქ ყოფნისას გააკრიტიკა მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ახლო აღმოსავლეთში და მას "ოკუპაციის პროექტი" უწოდა.

თავისი მიმართვის დროს, რომელიც ერდოღანმა პაკისტანის პარლამენტში გამოსვლისას გაავრცელა, აღნიშნა, რომ იერუსალიმის, როგორც "წითელი ხაზის" დაცვა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია და "ის არასდროს დატოვებს [ამ ქვეყანას] ოკუპანტი ისრაელის ანაბარა."

სამშვიდობო გეგმის შესახებ განცხადება ორი კვირის წინ გაკეთდა და ის მოუწოდებს ისრაელს შეინარჩუნოს კონტროლი მთელს იერუსალიმზე, მისი ებრაული, ქრისტიანული და მუსლიმური წმინდა კერებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG