ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰიუმან რაითს ვოჩის" ახალი განცხადება თურქეთზე


ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა გუშინ თურქეთის სამხრეთში სირნაქის პროვინციაში ათი თურქი ჯარისკაცი მოკლეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაით ვოჩი“ თურქეთის მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებები 1980 წელს სამხედრო გადატრიალების და 1990-იან წლებში ქურთული ამბოხების გამოძიების პროცესში.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობამ უნდა მოხსნას 20 წლიანი შეზღუდვა გამოძიების იმ ოფიცრების მიმართ, რომელთაც მკვლელობებში, გაუჩინარებებში და წამებებში ედებათ ბრალი.

„ჩვენ ვიცით, რომ შემთხვევათა დიდი ნაწილი 1993-94 წლებში მოხდა, ამდენად პროკურატურას მემკვიდრეობით აქვს დატოვებული უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის ათასამდე შემთხვევა, რომელსც იმ პერიოდში ქვეყნის სამხრეთში ქონდათ ადგილი,“ - განაცხადა „ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენების ავტორმა ემა სინკლერ ვებმა.

დოკუმენტი 68 გვერდიანია. მასში ასახულია მკვლელობების შემთხვევები, ადამიანთა სახლებიდან და ქუჩებიდან მოტაცება. მსხვერპლთა დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა დაკავშირებული მეამბოხე ქურთულ დაჯგუფება - ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც ქურთისტანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1984 წელს დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

ჰაზო დოგანსის 14 წლის ძმა თურქმა სამხედროებმა 1995 წელს დააპატიმრეს.

ჰაზი იხსენებს, რომ სამხედროებმა ძლიერი პროჟექტორები გამოიყენეს. ის მათ სახეებს ვერ ხედავდა, თუმცა დაინახა, რომ სამხედრო ფორმები ეცვათ. მან მეორე დღეს ნახა თავის ძმა, რომელიც ნაცემი იყო. მას შემდეგ ძმა აღარ უნახავს.

გადამდგარ პოლკოვნიკ ქემალ თემიზოზოს და კიდევ ექვს სამხედრო პირს დაახლოებით 20 ადამიანის გაუჩინარება და მკვლელობა ედებათ ბრალად. „ჰუმან რაითს ვოჩის“ იურისტი ეშლინ რიდი ამბობს, რომ ეს საქმე ინოვაციურია.

„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც შანსს, რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ეს არის პირველი რეალური მცდელობა, რათა პასუხი გავცეთ ძალადობას,“ - ამბობს რიდი.

თუმცა, მოხსენებაში სხვა ფაქტებზეცაა ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, ნათქვამია, რომ ადგილი აქვს მოწმეთა დაშინებას და მათ არ სთავაზობენ უსაფრთხოების გარანტიებს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა სადულა ერგინმა განაცხადა, რომ მოხსენებაში დაფიქსირებულ ზოგიერთ შემაშფოთებელ ფაქტს აუცილებლად გაითვალისწინებს. ამავე დროს გამოთქვა შიში, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლამ შესაძლოა თურქეთის სასამართლოს სისტემაში დაწყებული რეფორმა შეაფერხოს. ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა გუშინ თურქეთის სამხრეთში სირნაქის პროვინციაში ათი თურქი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG