ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაშუშების სკანდალი


ირანს და თურქეთს შორის ურთიერთობები მწვავდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთში ცხრა ადამიანის დაპატიმრებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა. მათ შორის უთანხმოების გამძაფრება განსაკუთრებით სირიის კონფლიქტის შემდეგ იგრძნობა. სტამბოლიდან დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

ჯაშუობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანის დაკავება თეირანსა და ანკარას შორის ურთიერთობებში ბოლო ნეგატიური მუხტია. ქერემ ბალჯი თურქული გაზეთის „ზამანის“ მიმომხილველია.

„შესაძლოა თურქეთში უფრო მეტი ირანელი აგენტი იყოს, რომელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას პოლიცია სწორედ ამ ცხრა ადამიანისგან შეიტყობს. შესაძლოა ჯაშუშთა რიცხვი ქვეყანაში 100-მდე იყოს. ეს მიუთითებს, რომ ირანს და თურქეთს შორის ცივი ომი მიმდინარეობს,“ - აცხადებს ბალჯი.

ანკარაში განგაში იმ ფაქტმა უფრო გამოიწვია, რომ დაპატიმრებულ ჯაშუშებს ამბოხებული ქურთების სასარგებლოდ მუშაობაში ედებათ ბრალი. თუმცა, ეს თეირანის მხრიდან ქურთების მხარდაჭერის პირველი შემთხვევა არ არის. ასლი აიდინტასბასი გაზეთ „მილიეთის“ მიმომხილველია. მისი თქმით, ჯაშუშების სკანდალი მიუთითებს, რომ სირიაში მეზობლებს შორის სატელიტური ომი მიმდინარეობს.

ანკარა თეირანს ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის პარტნიორად განიხილავდა. გასულ თვეს, თურქეთის ვიცე-პრემიერმა აღიარა, რომ ამბოხებულთა შესახებ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატებით მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია ირანულ მხარესაც გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ სირიის კრიზისამდე თურქეთი და ირანი ახლო მოკავშირეებად ითვლებოდნენ. თუმცა, პარლამენტის ყოფილი წევრი და კვლევითი ცენტრის დირექტორი სუატ ქინიქოღლუ ამბობს, რომ ჯაშუშების სკანდალს შესაბამისი შედეგები მოყვება.

„ეს სერიოზული შეშფოთების საგანია და ვფიქრობ ოპტიმიზმიც უადგილოა ამ ურთიერთობების შესახებ,“ - ამბობს ქინიქოღლუ.

თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია. თუმცა, არსებობს ჯაფარიტების რელიგიური ჯგუფი, რომლებიც შიიზმს მისდევენ. შიიზმი კი ირანის დომინანტური სარწმუნოებაა. ჟურნალისტი ბალჯი ამბობს, რომ შიიტების რაოდენობა თურქეთში იზრდება, რასაც ადგილობრივი უშიშროება ყურადრებას უთმობს.

„შიიტების რიცხვი დღითიდღე იზრდება. თუკი, ამას თან ერთვის ჯაშუშობაც, მაშინ ეს უკვე პრობლემაა. ცხრა დაპატიმრებულიდან ექვსი თურქეთის მოქალაქეა და ჯაფარიტები არიან. ეს კი უკვე პრობლემაა, რადგან ირანის პილიტიკური პროექტია,“ - ამბობს ბალჯი.

სოლი ოზელი სტამბოლის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლის. ის შიშობს, რომ ჯაშუშების სკანდალი თუქრეთში სექტარულ დაყოფას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ისინი სამყაროს მხოლოდ ისლამიზმის თვალით აღიქვამენ, სუნიტებად და შიიტებად ყოფენ. მე არ ვფიქრობ, რომ ასე შორს წავალთ და ეს კარგ რამეს მოგვიტანს. ეს საშიში ტენდენციაა,“ - ამბობს ოზელი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უკვე ხშირად ადანაშაულებენ სექტარულ რიტორიკაში და სირიაში პროსუნიტური პოლიტიკის გატარების მცდელობაში.
XS
SM
MD
LG