ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიას აფრთხილებს, არ დაარღვიოს შეთანხმება


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თუკი სირიის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ მყიფე შეთანხმებას დაარღვევს, თურქეთის მხრიდან უკიდურესი სიმკაცრის პასუხი იქნება მოსალოდნელი. საუბარი ისევ იდლიბის პროვინციას და იქ მყოფ მეამბოხეებს შეეხება.

თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, მეამბოხეების მიერ გამაგრებული პროვინციის მისამართით, სირიის მთავრობის შეიარაღებული ძალების თავდასხმა სამი თვის მანძილზე უნდა შეწყვეტილიყო. ამგვარი თავდასხმების გამო, ასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა და თურქეთის საზღვრისკენ გაემართა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა მნიშვნელოვანი უპირატესობები მოიპოვა პროვინციაზე თავდასხმებით. თურქეთმა კი ათასობით სამხედრო გაგზავნა ამბოხებულთა მხარდასაჭერად. ამის შედეგად სირიულ და თურქულ ძალებს უშუალო შეტაკებებიც მოხდა, რაც აქამდე იშვიათად თუ მომხდარა.

ერდოღანი ამბობს, რომ შეთანხმების რამდენიმე მცირე დარღვევა დაფიქსირდა, რომელსაც თურქული მხარე ყურადღებით აკვირდება. მისი თქმით, თურქეთის პრიორიტეტი მისი შეიარაღებული ძალების უსაფრთხოებაა იდლიბის ათეულობით პოსტზე. ისინი იქ 2018 წელს მიღწეული შეთანხმების შემდეგ იმყოფებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG