ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასუხისმგებლობა თავდასხმაზე


აშშ-ის საელჩოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თურქეთის რადიკალური მარქსისტული ჯგუფი იღებს

თურქეთის რადიკალურმა მარქსისტულმა ჯგუფმა პარასკევს ანკარაში ამერიკის საელჩოზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. თავდასხმის დროს დაიღუპა თურქი დაცვის მოსამსახურე.
შაბათს ინტერნეტში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც პარტია-სახალხო რევოლუციური განმანთავისუფლებელი ფრონტი, აშშ-ს " მსოფლიოს ხალხთა მკვლელს უწოდებს". აქვე ნათქვამია, რომ მათმა "მებრძოლმა" შეასრულა თვითშეწირვის აქტი. ჯგუფმა თვითმკვლელი ტერორისტის სახელიც დაასახელა. ალისან სანლის სურათი ვებგვრდზე დაიდო.
XS
SM
MD
LG