ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის საკითხებში თურქეთის ვიცე-პრემიერის ბეშირ ატალის განცხადებით, თუკი 2012 წელს ევროკავშირის გარდამავალ პრეზიდენტობას კვიპროსი ჩაიბარებს, ანკარა ევროკავშირთან ურთიერთობას გაყინავს. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიასთან“ საუბარში ატალიმ განაცხადა, რომ ანკარა ამ თანამდებობაზე თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტს დერვიშ ეროღლუს უჭერს მხარს.

მისი თქმით, სამხრეთ კვიპროსისთვის ევროკავშირის პრეზიდენტობის გადაცემა, თურქეთსა და ევროკავშირს შორის რეალურ კრიზისს შექმნის და მათ შორის, ურთიერთობები ჩაიშლება. კვიპროსი ორ ნაწილად 1974 წელს გაიყო, მას შემდეგ, რაც თურქეთმა კუნძულზე ჯარები შეიყვანა. კვიპროსის ბერძნული ნაწილი საერთშაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფოა, მაშინ როდესაც თურქულ ნაწილის მხოლოდ ანკარას მიერ არის აღიარებული.

XS
SM
MD
LG