ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში სირიის საკითხებზე სამი ლიდერი შეიკრიბება


ორშაბათს, სტამბოლში თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები ხვდებიან. ისინი სირიაში და კონკრეტულად, იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

სირიის ხელისუფლება იდლიბის აღებით იმუქრება, მაშინ, როცა თურქი ოფიციალური პირები ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აკეთებენ გაფრთხილებას.

ბოლო რამდენიმე კვირაა, სირიის სამთავრობო ძალები ანკლავში მეამბოხეებს ებრძვიან. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი გარბიან და თურქეთის საზღვრებისკენ გადაადგილდებიან.

ორშაბათის სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტისთვის პრიორიტეტი სწორედ ჰუმანიტარული კრიზისის პრევენცია იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG