ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის თქმით, თურქეთმა ალ-ბაღდადის ცოლი დაატყვევა


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განაცხადებით, თურქულმა ძალებმა სირიაში, ტერორისტული დაჯფუგება, „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დააკავეს.

ბაღდადი გასულ კვირას შეერთებული შტატების რეიდის დროს იქნა ლიკვიდირებული. სატელივიზიო მიმართვაში, ერდოღანმა თქვა, რომ ამერიკისგან განსხვავებით, ამისგან მათ „დიდი ამბავი არ შეუქმნიათ“. „ჩვენ მისი ცოლი დავატყვევეთ, და მათ მსგავსად [ამერიკის მსგავსად] დიდი ამბავი არ შეგვიქმნია, ჩვენ ასევე მისი და დავაკავეთ და მათ მსგავსად, დიდი ამბავი არ შეგვიქნია“, - თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

ერდოღანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ოქტომბრის ბოლოს, სამხედრო რეიდის შედეგად ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ „გიგანტური კომუნიკაციის კამპანია დაიწყო“.

ერდიღანს არ გაუცია დეტალები, თუ როგორ მოხდა, ალ-ბაღდადის ცოლის აყვანა.

თურქი ოფიციალური პირის განცხადებით, რომელმაც ანონიმურად არჩია საუბარი, ალ-ბაღდადის 65 წლის და, რასმინა ავადი, 4 ნოემბერს ალეპოს პროვინციაში, თურქეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ აზაზში რეიდისას ტრეილერში იპოვეს, სადაც ის ქმართან, რძალთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა. თურქი ოფიციალური პირის თქმით, ავადის დახმარებით დაზვერვამ, შესაძლოა, მნიშნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. ბაღდადის დის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია მწირია.

ბაღდადის სიკვდილის შემდეგ, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მის ლიდერად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაიში დაასახელა.

ბაღდადი ტერორისტულ ორგანიზაციას 2014 წლიდან მართავდა და 26 ოქტომბერს, სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია იდლიბში, ამერიკის სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG