ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა


თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ ბევრ მნიშვნელოვან ქალაქზე კონტროლი დაკარგა, მათ შორის, ანკარაზე. ეს პარტიის დაარსებიდან, 2001 წლიდან მოყოლებული პირველად მოხდა. "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერები გამარჯვებას ზეიმობენ. განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ სტამბოლის შედეგებს, ქვეყნის უდიდეს და უმნიშვნელოვან ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ამ დროის მონაცემებით, სულ მცირედი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ მისმა პარტიამ მნიშვნელოვნად დაკარგა პოზიციები, მაგრამ პირობა დადო, რომ "ამ კენჭიყრიდან გაკვეთილებს ისწავლის".

"ჩვენ ზოგან გავიმარჯვეთ, ზოგან - დავმარცხდით", - თქვა მან და განაცხადა, რომ ეკონომიკური უკუსვლის შესაჩერებლად ახალ ზომებს მიიღებს.

ბევრ მნიშვნელოვან ოლქში გამარჯვება ოპოზიციურმა "რესპუბლიკური სახალხო პარტიამ" მოიპოვა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ერდოღანის მიერ მათ მიმართ არც ისე მძაფრი კრიტიკა იმის ნიშანია, რომ ის დამარცხებას აღიარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG