ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის მერიის გადაწყვეტილება


სტამბოლის მერიამ გამოაცხადა, რომ ქალაქის ერთ-ერთი უბნის დანგრევას აპირებს იმის გამო


სტამბოლის ოკმეიდანის უბანი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ეპიცენტრია. აქ კედლებზე ნახატებსა და წარწერებს ნახავთ, რომლებიც პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგაა მიმართული. ასევე ხშირად შეხვდებით კედლებზე დაწერილ იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც დემონსტრაციების დროს უშიშროების ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპნენ.

ოკმეიდანის მოსახლეობა ახლა სხვა სახის საფრთხის წინაშე დგას. მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ რაიონის ტერიტორია სეისმურად საშიშ ადგილად გამოაცხადა და შენობების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი ჰასანი აცხადებს, რომ მიწისძვრას გადაწყვეტილებასთან კავშირი სინამდვილეში არ აქვს.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც დასახლებაში სოციალური მდგომარეობის დაშლაა. მისივე აზრით, ალევ მოსახლეობას, რომლებიც ძირითადად სტამბოლის ამ უბანში ცხოვრობენ, მთავრობა საფრთხედ და მტრად მიიჩნევს.
ოკმეიდანის მოსახლეობის უმრავლესობა ალევია. ისინი ისლამის პროგრესულ ფორმას მისდევენ და ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობას უჭერენ მხარს. მაგალითად, ალავ ქალსა და მამაკაცს ერთად ლოცვა არ ეკრძალებათ. ასევე, ქალებს თავსაბურით სიარული არ მოეთხოვებათ.
ტრადიციულად, ალავები თურქეთის მოსახლეობის ერთ მეხუთედს წარმოადგენენ და ისინი ძირითადად ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს უჭერენ მხარს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დემონსტრაციების დროს ალავებს შორის მსხვერპლი უბრალო დამთხვევა იყო. თუმცა, ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ და რელიგიურ ფონზე მმართველი პარტიის მიმართ ნდობა უფროდაუფრო იკარგება.

სტამბოლის დოღუსის უნივერსიტეტის პროფესორი ისტარ გოზაიდინი ამბობს, რომ მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება ისტორიულ დაძაბულობას აახლებს.

„ალევები სუნიტი მუსლიმების თვალში ერეტიკოსები არიან. მათ წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა ძალადობა და დისკრიმინაცია. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.“

დაძაბულობა კიდევ უფრო მძაფრდება პრემიერ მინისტრ ერდოღანის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დროს. ის აგვისტოში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებშე ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ერდოღანი უფრო მეტად იყენებს ქვეყანაში არსებულ რელიგიურ დაპირისპირებას კონსერვატორების ხმების მოსაზიდად. ის ასევე მიანიშნებს, რომ ალევები მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ინიციატორი არიან.

ამაზე პასუხად, სტამბოლში ათასობით ალევი საპროტესტო დემონსტრაციებს აწყობს მათ წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის დასაგმობად.

სტამბოლის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტია რელიგიურ პოლარიზაციას აღვივებს:

„ასე მგონია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ და მთავრობას სურს ისე ვიცხოვროთ, როგორც თვითონ სურს. ზოგიერთ კონსერვატორ მუსლიმს ალევები არ მოსწონს. ამ ქვეყანაში ჩვენს წინააღმდეგ ძალადობა ისტორიულად არსებობს და მეშინია, რომ ის პერიოდი ისევ არ დაბრუნდეს.“

გასულ წელს თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციებს საფუძველი გეზის პარკის განახლების პროექტის გამოცხადებამ ჩაუყარა. თუ მთავრობა საბოლოოდ გადაწყვეტს ალევების სახლების დანგრევას, გამორიცხული არ არის, რომ მომდევნო შიდა-დაპირისპირების ფრონტი ოკმეიდანის დასახლება გახდეს.
XS
SM
MD
LG