ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილდირიმი მოსახლეობას შურისძიების წინააღმდეგ აფრთხილებს


შეერთებული შტატებისგან და დასავლეთის სხვა ლიდერებისგან გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ხალხი გააფრთხილა, რომ მთავრობის საწინააღმდეგო ჩაშლილი პუტჩის გამო შურისძიება არ სცადონ.

ილდირიმმა თქვა: „არავის არ შეუძლია შურისძიების გრძნობა ჰქონდეს. კანონიერებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია.“ პუტჩის მცდელობის შემდეგ მან ასევე „ძმობისკენ“ მოუწოდა.

შეერთებული შტატები თურქეთს დაჟინებით მოუწოდებს თავშეკავება გამოიჩინოს და პუტჩის გამოძიებისას კანონის ჩარჩოებში იმოქმედოს.

XS
SM
MD
LG