ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: თურქეთს უფლება აქვს "დაიცვას საკუთარი ტერიტორია"


სუ- 24 ტიპის რუსული სამხედრო თვითმფრინავი

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთს უფლება ჰქონდა საკუთარი ტერიტორია დაეცვა.

სამშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან გამართული პრეს-კონფერენციისას, ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების დეტალები მოწმდება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები სირიის ზომიერი ოპოზიციის ჯგუფებს თურქეთის საზღვრებთან ძალიან ახლო მანძილში უტევენ. მან ორივე მხარეს მოუწოდა "მიიღონ ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული მდგომარეობის ესკალაცია," და განაცხადა, რომ ინციდენტმა სირიის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების საჭიროება დაადასტურა.

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მოქმედებას "ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა.

ანკარის მტკიცებით, სამხედრო თვითმფრინავი თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, არაერთი გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო.

XS
SM
MD
LG