ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პარლამენტი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს განიხილავს


თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში, კანონმდებლები კენჭს უყრიან ლიბიაში სამხედრო ძალის გაგზავნის საკითხს, რომელიც ტრიპოლიში გაეროს მიერ მხარდაჭერილ მთავრობას ზურგს გაუმაგრებს.

ერდოღანმა თქვა, რომ პარლამენტი ამ საკითხს 8 ან 9 იანვარს, არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ განიხილავს. მისი პარტია უმრავლესობაშია, ამიტომ, სავარაუდოდ, საკითხი დადებითად გადაწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ლიბიაში სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ გამოდის.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ლიბიის პრემიერ-მინისტრ ფაიეზ სარაჯის თხოვნის საპასუხოდ გადაიდგმება. გასულ თვეში, სტამბოლში, ორმა ლიდერმა უსაფრთხოებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი.

სარაჯის მთავრობა თავს იცავს გენერალ ხალიფა ჰიფთერის შეტევისგან, რომელიც აღმოსავლეთ ლიბიის დე-ფაქტო ლიდერია და ტრიპოლიზე კონტროლის მოპოვება სურს.

სარაჯის “ეროვნული თანხმობის” მთავრობას და მის მეტოქეს მხარს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება და უცხო ქვეყნის მთავრობა უჭერს. ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა 2011 წლიდანაა, როდესაც მისი ლიდერი მუამარ კადაფი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG