ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სპეცოპერაცია ქურთი აქტივისტების წინააღმდეგ


თურქეთის სპეცოპერაცია ქურთი აქტივისტების წინააღმდეგ

ანტი-ტერორისტული პროგრამის ფარგლებში, თურქეთში პოლიციამ 100 ადამიანი დააკვა, რომლებიც აჯანყებული ქურთული დაჯგუფების მოკავშირეებად ითვლებიან. ქურთული პოლიტიკის აქტივისტიები იმ დაკავბეულთა შორის აღმოჩდნენ, სადაც პროფკავშირების წევრები და ქურთი რეჟისორები არიან.

ამასთანავე ქვეყნის სათაო ოფისებში, სადაც სამოქალაქო სამსახურის პორფესიული გაერთიანება იყო განთავსებული, ჩხრეკა ჩატარდა.

სადამსჯელო ღონისძიებები თურქეთის პარლამენტის პრო-ქურთული პარტიის წევრმა ერთუგრალ კურკუმ მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით დაპატიმრებებს არაფერი საერთო არ აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ამის მიზანს, მთავრობის წინააღმდეგ არსებული დემოკრატიული ოპოზიციის შეზღუდვა წარმოადგენს:

„არანაირი იარაღი აღმოჩენილი არ არის, არანაირი ზალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელშიც ამ დაკავებულ ხალხს შეეზლო მონაწილეობა. ასე ერომ ეს დაუსაბუთებული იერიშია ქურთული სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ. “

კურკუ ასევე ამტკიცებს რომ დაკავებების უმთავრესი მიზანია იმ მოახლოებული ანტი-სამტავრობო საპროტესტო აქციის შეჩერბა, რომლის გამართვა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს იგეგმება. სწორედ ამ დაკავებულებს შორის უმეტესობა ქალები არიან. თუმცა პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული ზომების მიღება დამნაშავეთა მიერ მოლოტოვის კოკტეილების სროლისა და არაკანონიერ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო მოხდა.

2009 წლიდან მოყოლებული დღემდე, ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი ჯგუფები ადასტურებენ ტომ 6000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის ქურთული ოფიციალური პირები, ჟურნალისტები და აკადემიკოსები არიან. ზოგიერთი მათგანი უკვე ციხეშია და სასამართლო პროცესს ელოდება.

მიუხედავად ამისა, არსებობს ეჭვი რომ ანტი-ტერორისტული პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება. გასულ კვირას პოლიციამ თურქეთის სადაზვერვო სამსახურის პენსიაზე გასული ორი თანამშრომლის სახლიც გაჩხრიკა.

თომას ჰამებერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თავის ანგარიშში, რომელიც თურქეთის მართლმსაჯულების საქმიანობას შეეხება, მკაცრად აკრიტიკებს ანტი-ტერორისტული ღონისძიებებს:

„ქურთული საზოგადოებრივი კავშირის მომხრეების დაკავების ფაქტები საკმაოდ შემაშფოთებელია. დარწმუნებული ვარ ბევრ მათგანს საციხო არაფერი გაუკეთებია. “

მიუხედავად ამისა, თურქეთის ხელისუფლება აღნიშნულ ღონისძიებებს ამართლებს, რასაც ექსპერტების თქმით, მომავალში კიდევ მეტი უარყოფითი შეფასება მოჰყვება.


XS
SM
MD
LG