ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა თურქეთსა და ისრაელს შორის


თურქეთის განცხადებით, უსაფრთხოების სამიტზე თურქეთი ისრაელზე ზეწოლას, ღაზას სექტორში განხორციელებული სისხლისღვრის გამო , კვლავ გააგრძელებს.

იმ შემთხვევაში,თუ ისრაელი გასულ კვირას ჩადენილი აქტის გამო ბოდიშს არ მოიხდის, თურქეთი ისრაელთან სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობებს მინიმუმამდე შეზღუდავს.

სტამბოლში გამართულ უსაფრთხეობის სამიტს, რომელიც აზიის ქვეყნებს შორის ურთოერთობისა და ნდობის აღდგენას ეღძვნება, რუსეთის,ირანის,სირიის,პაკისტანისა და ავღანეთის ლიდერები დაესწრებიან. ისრაელს სამიტზე საკონსულოს დიპლომატიური კორპუსი წარმოადგენს.

დღეს, დღის ბოლომდე თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული სირიისა და ირანის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

XS
SM
MD
LG