ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილმის „ჩემი შვილის“ ჩვენება სტამბოლში


თურქეთში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შესახებ ფილმი დადებითად მიიღეს.

თურქეთში ჰომოსექსუალიზმი კანონიერია თუმცა, მაინც სადავო საკითხია. მის მიმართ კონსერვატორული მიდგომებია, ვინაიდან თურქეთი მუსლიმანური ქვეყანაა და საზოგადოებაც რელიგიის მიხედვით განსჯის. უმცირესობების მიმართ დანაშაული იქ ხშირად ხდება ოჯახებში, თურქული დოკუმენტური ფილმი „ჩემი შვილი“ მოგვითხრობს განსხვავებულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მხარდამჭერი ჯგუფი მშობლებს შვილთან ურთიერთობაში გვერდში დაუდგეს.

სტამბოლში ფილმის „ჩემი შვილის“ ჩვენების დრო კინოთეატრის დარბაზი ხალხით გადაჭედილი იყო.
ფილმი მოგვითხრობს ლგბტ-ორგანიზაციაზე, რომელიც იმ მშობლებს ეხმარება რომელთა შვილები ლესბოსელი, ჰომოსექსუალი, ან ტრანსგენდერები არიან. ისინი ხელს უწყობენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობის დამყარებაში და საზოგადოებასთან ადაპტაციის საქმეში, რომელსაც ძალიან მკაცრი შეხედულებები აქვს.
ფილმის რეჟისორს კენ კანდანს იმედი აქვს რომ ფილმი ხელს შეუწყობს ტრადიციული მოსაზრებების შეცვლას არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეების მიმართ.
რეჟისორი ამბობს რომ მათი სურვილია ამ ფილმით საზოგადოებრივი აზრის შეცვლას შეუწყონ ხელი. მისი აზრით ისინი გრძნობენ რომ ეს დოკუმენტური ფილმი, სადაც მოთხრობილია განსხვავებული ორიენტაციის საზოგადოების წარმომადგენლების და მათი მშობლების ისტორიები მოსახლეობის შეხედულებების შეცვლის ერთ-ერთი გზა არის.“
თურქეთის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა ფილმს გაზეთის პირველი გვერდი დაუთმო, სადაც დადებითად არის წარმოჩენილი მშობლების როლი. თუმცა თურქული პრესა მიჩვეულია იმას, რომ საკმაოდ ხშირად უწევთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე ძალადობის და თავდასხმის ფაქტების გაშუქება.
როგორც ჩანს თურქული საზოგადოების შეხედულებები მაინც იცვლება. გასულ წელს იქ გეი-აღლუმი ჩატარდა რომელსაც რეკორდული რაოდენობის, ათასობით ადამიანი დაესწრო.
ივნისში თურქული „ლგბტ“ ორგანიზაციის წარმომადგენელი ორი ქალბატონი მიწვეული იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტის შესაბამის კომისიაში სპეციალური მიმართვის გასაკეთებლად .
სულ სეილანგი თურქული „ლგბტს“ წარმომადგენელია. ის ფიქრობს რომ ამ მხრივ თურქეთი სწორი მიმართულებით მიდის.
„რათქმაუნდა რაღაცეები იცვლება. პარლამენტში ჩვენ მივედით როგორც ორი დედა, რამაც მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა . მათი მხრიდან ჩვენს მიმართ დიდი დაინტერესება გაჩნდა. დაინახეს რომ ეს ბავშვები არც კოსმოსიდან ჩამოსულან და არც სიმახინჯეებს წარმოადგენენ. მათ ჰყავთ დედა, ოჯახი. ისინი მოიხიბლნენ ჩვენით, უამრავი ხალხი დაგვხვდა აქ, ძალიან აღელვებული ვარ და ვგრძნობ რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი კარგი რამ მოხდება ქვეყანაში“.
კონოთეატრის გადაჭედილ დარბაზში ფილმი დადებითად მიიღეს.
ზოგადი შეფასებით ასეთი ტიპის ოჯახებში ფილმი მშობლის როლზე უსვავს ხაზს.
„ ეს არ არის აქტივისტების ფილმი. ეს უფრო საოჯახო ფილმია. ისინი არიან განსხვავებული ორიენტაციის ბავშვების მშობლები, მათ უყვართ ისინი და მზად არიან მათთვის თავიც რომ გაწირონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ საკუთარი შვილებისთვის რაც ძალიან მამაცური ქმედებაა მათი მხრიდან.“
ამ დოკუმენტური ფილმის ჩვენება თურქეთის გარდა უკვე გაიმართა სომხეთში და პალესტინაში - რამალაში. რეჟისორის და მშობლების იმედი, რომ ეს ფილმი ხელს შეუწყობს ამ თემის ირგვლივ არსებული ბარიერების გადალახვას აქვთ არამხოლოდ თურქეთში არამედ მთლიანად რეგიონში.
XS
SM
MD
LG