ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის განმეორებით არჩევნებში ოპოზიციამ გამარჯვებას მიაღწია


თურქეთის ოპოზიციამ სტამბოლის ხელახალ არჩევნებში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ეს პირველი შემთხვევაა, 25 წელში, როცა პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც ქალაქის მერი იყო, სტამბოლში არჩევნები წააგო. ერდოღანის კანდიდატმა, ბინალი ილდირიმმა ოპონენტს სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან, ეკრემ იმამოღლუს გამარჯვება მალევე მიულოცა.

„ჩემი ოპონენტი იმარჯვებს, და მე მას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ“, - თქვა ილდირიმმა.

ოპონენტს გამარჯვება ერდოღანმაც მიულოცა. სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მან დაწერა, რომ „ეროვნული სურვილი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა“.

იმამოღლუმ წინასწარი შედეგების მიხედვით ხმების 54% მიიღო. რაც ნიშნავს, რომ გუშნდელ არჩევნებში მან 700,000-ით მეტი ხმა მიიღო.

თავდაპირველ არჩვნებში 31 მარტს, ოპოზიციამ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. თუმცა ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ შედეგები გააპროტესტა და მოგვიანებით საარჩევნო კომისიამ არჩევნები გაუქმებულად გამოაცხადა.

მიმომხილველები საუბარობენ იმაზე, რომ ეს ერდოღანისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პირადი მარცხია და აჩვენებს, რომ თურქეთში სადაც 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მთავრობა ავტორიტარული მეთოდებით ცდილობდა ოპოზიციური განწყობების ჩახშობას, უკმაყოფილება იზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG