ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედია თურქეთის სანაპიროსთან


სულ ცოტა 58 ადამიანი დაიხრჩო არალეგალი იმიგრანტებით სავსე ხომალდის ჩაძირვის შედეგად

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსთან სულ ცოტა 58 ადამიანი დაიხრჩო არალეგალი იმიგრანტებით სავსე ხომალდის ჩაძირვის შედეგად. ხომალდი თურქეთის ნაპირიდან 50 მეტრის დაშორებით კლდეებზე დაიმსხვრა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააპატიმრეს. მაშველებმა 46 მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

ჩაძირული ხომალდის გადარჩენილი მგზავრები ერაყიდან და სირიიდან არიან, რომელბიც თურქეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG