ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია ტუნისში


პრემიერ-მინისტრი ჰამადი ჯებალი გადადგომით დაიმუქრა

ტუნისის მმართველი ისლამური „ენაჰდას“ პარტიის წევრებმა დღეს დიდი მიტინგი ჩაატარეს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის ნიშნად. პრემიერ-მინისტრი ჰამადი ჯებალი დაიმუქრა, რომ ის გადადგება, თუ მის მიერ წარდგენილი არაპოლიტიკოს ტექნოკრატთა კაბინეტი არ დამტკიცდება.
საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ჯებალიმ განაცხადა, რომ კაბინეტს ის მომავალ კვირაში წარადგენს. მისივე თქმით, ტუნისის ქაოსიდან გამოსაყვანად დამოუკიდებელი კაბინეტი აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მზადაა გადადგეს თუ მისი წინადადება ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
XS
SM
MD
LG