ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ტუნისში


არჩევნები ტუნისში
არჩევნები ტუნისში

ტუნისში რევოლუციის შემდეგ პირველი დემოკრატიული არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების მაღალი მაჩვენებელია. 1956 წლის შემდეგ, რაც ტუნისმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს ქვეყანაში პირველი მრავალპარტიული არჩევნებია. კანდიდატურები 100-ზე მეტმა პარტიამ წარადგინა. რევოლუციამდე არჩევნებში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას. ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ, არაბულ სამყაროში ეს პირველი არჩევნებია, რომელიც რეჟიმის ცვლილების შემდეგ ჩატარდა. დღეს ტუნისელები 217 ადგილიან პარლამენტს აირჩევენ, რომელიც ახალ კონსტიტუციაზე დაიწყებს მუშაობას. დამკვირვებელთა ვარაუდით, არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შანსი ისლამისტურ პარტია ენადჰას გააჩნია.

XS
SM
MD
LG