ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და ტრამპი შორიდან კამათობენ


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზდიენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს აკრიტიკებენ. პოლიტიკოსების დავა ზოგს სკოლის ბიჭების გარჩევებს აგონებს.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას, ბაიდენმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მის მიერ ქალების შევიწროებაზე ვიდეო გავრცელდა.

ბაიდენი, რომელსაც მაშინ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, არჩევნებში ტრამპის ოპონენტს და დემოკრატ თანაპარტიელ ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს. მაშინ ბაიდენმა თქვა, რომ სკოლის ასაკში რომ ყოფილიყვნენ, ტრამპს ეზოში გაიყვანდა და სცემდა.

75 წლის ბაიდენი, სავარაუდოდ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთვება. მან გასულ კვირას ტრამპის მიერ ქალების შევიწროვების თემა ისევ გაიხსენა. “კაცმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ლიდერი გახდა, დაიტრაბახა, რომ ქალს სადაც უნდა იქ მოკიდებდა ხელს. მე მეკითხებიან, მექნებოდა თუ არა დებატები ამ კაცთან. რა თქმა უნდა, არა. სკოლაში რომ ვიყო, დარბაზში გავიყვანდი და ფიზიკურად გავუსწორდებოდი”, გაიმეორა ბაიდენმა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებებს პრეზიდენტი გამოეხმაურა და ბაიდენს “გიჟი” უწოდა.

“გიჟი ბაიდენი ცდილობს თავი მაგარ ბიჭად მოგვაჩვენოს. როცა სინამდვილეში ის სუსტია, ფიზიკურად და ფსიქიკურადაც. უკვე მეორედ მემუქრება ფიზიკური თავდასხმით. ის მე არ მიცნობს. მიწას ტირილით დაენარცხებოდა მე რომ დამიპირისპირდეს”, წერს ტრამპი ტვიტერზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG