ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოხარ ცარნაევის ფოტოები


ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტოების გამომზეურებისთვის სერჟანტ მერფის დისციპლინარული სასჯელი ელის

ამერიკელ პოლიციელს, რომელმაც უნებართვოდ ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევის ფოტოები გაასაჯაროვა, დისციპლინარული სასჯელი ელოდება. სერჟანტ შონ მერფისთვის განკუთვნილი სასჯელის ზომა დღეს მასაჩუსეტის შტატში დანიშნულ სასამართლო მოსმენაზე დაზუსტდება.

პოლიციის რეგულაციების დარღვევის მიუხედავად, სერჟანტმა მერფიმ საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ინტერნეტზე გავრცელებულ პეტიციას, რომელიც მის გამართლებას ითხოვს, 50 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. შონ მერფის ადრეული განცხადების მიხედვით, მან დაკავების მომენტში გადაღებული ცარნაევის ფოტოების გასაჯაროვება ჟურნალ „როლინგ სთოუნზის“ ყდაზე მისი პორტრეტის გამოქვეყნების პასუხად გადაწყვიტა. სერჟანტს დაუშვებლად მიაჩნია ტერაქტში ეჭვმიტანილი ადამიანის ვარსკვლავად ქცევა, რადგან ის ჯერჯერობით „ბოროტების და ტერორის სახედ“ ითვლება. ფოტოების უნებართვოდ გამოქვეყნების გამო მერფი სამუშაოს 19 ივლისის შემდეგ ჩამოცილებულია.
XS
SM
MD
LG