ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპის არჩეული პრეზიდენტის რანგში პირველი პრეს-კონფერენცია


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თავისი პირველ პრეს-კონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურების მხრიდან მისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ის, ფიქრობს რუსეთი შეეცადა ამერიკის არჩევნებში ჩარევას დემოკრატთა ეროვნულ კომიტეტზე კიბერ-შეტევების საშუალებით.

ერთ-საათიანი პრეს-კონფერენციის განმავლობაში, 11 იანვარს, ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს მის წინააღმდეგ პირადი ხასიათის კომპრომატები გააჩნია. ამასთანავე, მან კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წინააღდეგ.

„რაც შეეხება კიბერ შეტევებს, ვფიქრობ რუსეთი იყო. მაგრამ შეტევებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებს“, - განაცხადა ტრამპმა.

რუსეთიდან საუბარი ტრამპმა, ამერიკის წინააღმდეგ ჩინეთის კიბერშეტევებზე გადაიტანა და განაცხადა, რომ დემოკრატიულმა ეროვნულმა კომიტეტმა ვერ მოახერხა კომპიუტერების დაცვა.

“დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი სრულიად მოუმზადებელი იყო კიბერ-შეტევისთვის. მათ ცუდად იმუშავეს. მათ შეეძლოთ უზრუნველეყოთ კიბერ-შეტევებისგან თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვქონდა“, - აღნიშნა მან.

ტრამპმა უარყო მის შესახებ გავრცელებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც მოსკოვს მის წინააღმდეგ პირადი ხასიათის მასალა გააჩნია, როგორც დაუსაბუთებელი,

„ეს ყველაფერი ყალბი ამბავია. სიყალბეა. ეს არ მომხდარა“ , - აღნიშნა მან.

ტრამპმა შეაქო ვლადიმერ პუტინი ამ უკანასკნელის განცხადების გამო, რომ ანგარიში ყალბია. მან მადლობა გადაუხადა იმ მედია გამოცემებს, რომლებმაც არ გამოაქვეყნეს აღნიშნული დოკუმენტი და ამერიკის სადაზვერვო სამსახურები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ის ასევე, CNN-ს დაუპირისპირდა დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო და უარი განაცხადა მათ კითხვაზე ეპასუხა.

„არა, არა, თქვენ არა. თქვენი ორგანიზაცია საშინელია“, - თქვა ტრამპმა.

ფინანსურ და იურიდიული დოკუმენტების ფონზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის საკუთარ ბიზნეს არ ჩამოშორდება და არც მისი მართვის უფლებას გადასცემს სხვას, რათა თავიდან აირიდოს ინტერესთა კონფლიქტი. მისი თქმით, მისი შვილები გაუძღვებიან ბიზნესს და მასთან ამის თაობაზე არ ისაუბრებენ.

თუმცა ზოგიერთი ექპერტის მოსაზრებით ეს საკმარისი არაა. ამერიკის ხმა ლარი საბატოს სკაიპით ესაუბრა, რომლის აზრითაც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

„ვერ იპოვით ეთიკაზე მომუშავე ადამიანს ან ექპერტს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს საკმარისია. თუმცა როგორც ჩანს ამაზე მეტს ვერაფერს მივიღებთ“, - აღნიშნა საბატომ.

ტრამპის თქმით, ნაბიჯები რომლის გადადგმასაც ის აპირებს, ჩამოაშორებს მას კომპანიის მართვას მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG