ხუთშაბათს, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა სასაზღვრო კედლის 8 ნიმუში წარმოადგინეს. პრეზენტაცია მექსიკის საზღვართან, კალიფორნიის შტატში გაიმართა.
სასაზღვრო კედლის ნიმუშები ახლა "გამოცდის და შეფასების პერიოდს" გაივლიან. შემოწმდება მათი სიმტკიცე და პასუხი გაეცემა რამდენიმე კითხვას, მათ შორის: შესაძლებელია თუ არა მათი გამონგრევა, მათზე აძრომა, ქვემოდან გათხრა და ა. შ.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის კომისრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა რონალდ ვიტიელომ განაცხადა, რომ კედლების გამოცდას დაახლოებით ერთი-ორი თვე დასჭირდება. შემოწმება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.
დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კედლის აგების თაობაზე საპრეზიდენტო განკარგულება ჯერ კიდევ იანვარში გამოსცა. ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესს მშენებლობის პირველი ეტაპის დაფინანსებისთვის $1.6 მილიარდი დოლარი მოსთხოვა.
Facebook Forum