ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა პაკისტანის პრემიერს წერილი მისწერა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს თალიბანთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ავღანეთში სამშვიდობო პროცესის წარმატებით დასასრულებლად, დონალდ ტრამპს სურს მოლაპარაკების მაგიდაზე თალიბანიც მიიყვანოს.

დღეს პაკისტანის პრემიერმა იმრან ხანმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპისგან წერილი მიიღო. ხანის თქმით, ის ავღანეთის სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად, "ყველა შესაძლებელ ზომას" მიიღებს.

დღეს განცხადება პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. პრესსპიკერ მოჰამად ფაისალის თქმით, წერილში დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთის ომის სამშვიდობო რეზოლუცია მისთვის "რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" და ამაში პაკისტანის "მხარდაჭერის" იმედი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG