ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კონგრესის წევრ ქალებს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატ ოპონენტებს დაუპირისპირდა. პრეზიდენტმა ახალწვეული კონგრესმენების წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

„როდის მოუხდიან ბოდიშს რადიკალური მემარცხენე კონგრესის წევრები ჩვენი ქვეყანას, ისრაელელ ხალხს და პრეზიდენტის ოფისსაც კი, იმ სულელური სიტყვების გამო, რასაც ისინი იყენებენ და რა საშინელებებსაც ამბობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ორშაბათს სოციალურ ქსელზე "ტვიტერი".

პრეზიდენტის თავდაპირველმა განცხადებამ ოთხი ფერადკანიანი კანონმდებლის წინააღმდეგ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი უნდა „წავიდნენ და დაეხმარონ სრულიად ჩამოშლილი და კრიმინალით სავსე ადგილებს, საიდანაც ჩამოვიდნენ".

იმ ოთხ ადამიანს შორის, რომელთაც ტრამპის კომენტარი შეეხებოდა, მხოლოდ ერთი მინესოტელი კონგრესმენი ქალი, ილჰან ომარია საზღვარგარეთ, კერძოდ სომალიში, დაბადებული. დანარჩენი სამი ამერიკაში დაიბადა: აიანა პრესლი (მასაჩუსეტის წარმომადგენელი) ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატიშია დაბადებული. ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ნიუ-იორკის შტატიდანაა, ხოლო რაშიდა ტლაიბი მიჩიგანის შტატში, ქალაქ დეტროიტში დაიბადა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები პარტიის შიგნით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის ებრძვიან საიმიგრაციო პოლიტიკის და სხვა საკითხების გარშემო. უთანხმოებამ პრეზიდენტის ყურადღებაც მიიქცია და მან, მისთვის უჩვეულოდ, პელოსის მხარი დაუჭირა.

კონგრესის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი, ილჰან ომარი რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ისრაელის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.

ომარი და ტლაიბი წარმომადგენელთა პალატის პირველი მუსლიმი ქალი წევრები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG