ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ინდოეთთან 3-მილიარდიან სამხედრო სავაჭრო ხელშეკრულებას აანონსებს


პრეზიდენტი ტრამპი ინდოეთში სიტყვით გამოდის, 24 თებერვალი, 2020
პრეზიდენტი ტრამპი ინდოეთში სიტყვით გამოდის, 24 თებერვალი, 2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი ამერიკისგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შვეულმფრენებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას იყიდის.

განცხადება პრეზიდენტმა ტრამპმა ქალაქ აჰმედაბადში გააკეთა, სადაც მისი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მოსასმენად, 100 ათაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ვიზიტამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთსა დ შეერთებულ შტატებს შორის, მასშტაბურ სავაჭრო შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ იგეგმებოდა. თუმცა, მან პირობა დადო, რომ ორი ქვეყანა უდიდეს სავაჭრო შეთანხმებებს დადებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად უყურებს მოდისა და მას შორის „დიდებული გარიგების“ მიღწევას.

ამერიკა-ინდოეთის ურთიერთობაზე საუბრისას, მოდიმ თქვა, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთის „ბუნებრივი პარტნიორია“ და რომ თანამშრომლობით მათ მშვიდობისა და უსაფრთხოების მოტანა არა მხოლოდ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG