ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გაეროში წარმოთქმული სიტყვა ჩრდილეთ კორეის მიმართ დიპლომატიას ძირს უთხრის


გაეროს გენერალური ასამბლეისადმი პირველ მიმართვაში, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თვითმკვლელი მისიის მქონე „მერაკეტე კაცად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმის სწრაფვა, ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები, მთელ მსოფლიოს ემუქრება.

მან თქვა, რომ თუ შეერთებულ შტატებს აიძულებენ საკუთარი თავი ან მოკავშირეები დაიცვას, მას ჩრდილოეთ კორეის სრულად განადგურების გარდა სხვა არჩევანი არ ექნება.

აზიაში შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებს, ტრამპის სიტყვაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ.

ტოკიოში, პრემიერ მინისტრ შინზო აბეს კონსერვატიულმა მთავრობამ, ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციების წინააღმდეგ ძლიერი პოზიციის გამო შეაქო.

სეულის ლიბერალურმა მთავრობამ, რომელსაც ტრამპი ფხენიანის მიმართ დაყვავების პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა, მიმართვის კონფრონტაციული ასპექტი შეარბილა და შეერთებული შტატების ლიდერს, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება შეუქო.

გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩი, ტრამპის გამოსვლის დროს დარბაზიდან გავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG