ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ვიზიტი აზიაში ვაშინგტონის პოლიტიკას განსაზღვრავს


პრეზიდენტობის დასაწყისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ხელშეკრულებიდან გამოიყვანა. პრეზიდენტის შეხედულებით, ეს ხელშეკრულება ამერიკელ მოსამსახურეს ვნებს.

ხელისუფლებაში მოსვლიდან ცხრა თვის თავზე, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამოსვლა ყველაზე ცხადად აჩვენებს იმას, რომ ტრამპი აზიაში აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.

ამერიკელ ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუკონკრეტებიათ თუ რა პოლიტიკას გაატარებს პრეზიდენტი აზიის ქვეყნებთან მიმართებაში, თუმცა მეტი, სავარაუდოდ, გამოჩნდება პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტისას აზიაში მომავალ კვირას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG