ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სურს ტაივანს 1.42 მილიარდი დოლარის მოწინავე იარაღი მიჰყიდოს


შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილება, ტაივანისთვის 1.42 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამედროვე იარაღის მიყიდვის შესახებ, ჩინეთის მხრიდან მწვავე რეაქციის რისკს შეიცავს. პეკინსა და თვითმმართველ კუნძულს შორის, რომელიც ჩინეთს მთავარ სამხედრო კონკურენტად განიხილავს, ბოლო წლის განმავლობაში ურთიერთობა დაძაბული იყო.

დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს პროტესტი გამოუცხადა და იარაღის გაყიდვის გაუქმება სთხოვა. სამინისტრომ ამ გარიგებას ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვა უწოდა.

ექსპერტების აზრით, მოსალოდნელია რომ იარაღის მიყიდვის განზრახვა ჩინეთს გააღიზიანებს, რომელიც რთული დასაწყისის მიუხედავად, აპრილიდან პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და ტაივანის შეიარაღების საქმეში სხვა ქვეყნების დახმარება ჩინეთის აღშფოთებას იწვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG