ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბომბების გაგზავნაში ბრალი ტრამპის მხარდამჭერს ედება


ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერს ბრალი ედება იმ 13 ამანათის გაგზავნაში, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო მოთავსებული. ამანათები პრეზიდენტის კრიტიკოსებისთვის იყო განკუთვნილი.

56 წლის ბრალდებული სეზარ საიოკი მაიამის ფედერალური სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. ის პარასკევს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სწორედ მაიამიში აიყვანეს, იმ მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილთან ახლოს, რომელშიც ის სავარაუდოდ ცხოვრობდა. მისი რამდენიმე ფანჯარა დაფარული იყო ტრამპის მხარდასაჭერი პლაკატებით. მისი კრიტიკოსების სახეები კი გადახაზული იყო. საიოკს ბრალი ედება მათთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნაში.

ათზე მეტ დემოკრატ ლიდერსა და მათთან დაკავშირებულ პირებს, გასულ კვირას მსგავსი ტიპის ასაფექებელი მოწყობილობები ფოსტით გაუგზავნეს. მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, პრეზიდენტობის კანდიდატს - ჰილარი კლინდონს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვებს. საიოკს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 48-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG