ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ვენესუელაში სოციალიზმის საფრთხეებზე ფლორიდაში იმსჯელებს


ხუან გუაიდო

თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი, ორშაბათს, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა. ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციაზე საუბრისას და ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მხარდაჭერისას, რომელსაც აშშ და სხვები ვენესუელის ლეგიტიმურ, მოქმედ პრეზიდენტად აღიარებს, ამერიკის პრეზიდენტი "სოციალიზმის საფრთხეებზე" ისაუბრებს.

ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის. ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაიამის იმ რაიონში მდებარეობს, სადაც აშშ-ში ვენესუელიდან ჩამოსულთა უდიდესი კონცენტრაციაა.

იმ დროს, როცა ამერიკელ ლიდერს არ გამოურიცხავს ვენესუელაში, აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია, წარმომადგენელთა პალატის საგარეო უეთიერთობების კომიტეტის მეთაურმა, დემოკრატმა ელიოტ ენგელმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში კანონმდებლები მხარს არ დაუჭერენ ამ ზომას.

დონალდ ტრამპი ერთერთია მსოფლიოს 51 ლიდერს შორის, რომლებიც ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუაიდოს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG