ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ჯონ ბასს ავღანეთში ამერიკის ელჩად დაასახელებს


ჯონ ბასი

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჯონ ბასი ავღანეთში ამერიკის ელჩად იქნება ნომინირებული. 2014 წლიდან ბასი ამერიკის ელჩი იყო თურქეთში.

მისი ნომინირების შესახებ თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში აშკარა იყო დიპლომატის ძალისხმევა ტერორიზმის დასამარცხებლად და ერაყში, სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არასტაბილურობის დასრულების მიზნით ამერიკის პარტნიორებთან საჭირო რესურსების მოძიებისთვის.

1988 წლიდან, მას შემდეგ რაც დიპლომატიური კარიერა დაიწყო, ჯონ ბასს მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკის ექვს საერთაშორისო მისიაში.

ცოტა ხნის წინ დაინიშნა ასევე ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ავღანეთსა და პაკისტანში - ელის უელსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG