ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტარიფებისა და მიგრაციის შესახებ აშშ-მექსიკის მთავრობის წევრთა მოლაპარაკებები გრძელდება


შეერთებული შტატებისა და მექსიკის ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალურ, მაღალი რანგის მოლაპარაკებებს ხუთშაბათსაც განაგრძობენ.

პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკას მოკლე ვადა მისცა იმისთვის, რომ გააკონტროლოს შტატებისკენ მომავალ მიგრანტთა ნაკადები, რომლებიც მექსიკის ტერიტორიას გადიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე ტრამპი ტარიფს გაზრდის.

თუკი ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, პრეზიდენტი ტარიფის 5 %-მდე გაზრდით იმუქრება და მისი თქმით, ეს ტარიფი ორშაბათიდან ამოქმედდება, ყოველთვიურად კი უფრო და უფრო გაიზრდება.

"პროგრესი არის, მაგრამ არა-საკმარისი", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" ოთხშაბათს გვიან ღამით და დასძინა, რომ "რაც უფრო მაღალი იქნება ტარიფი, მით მეტი ამერიკული კომპანია დააბრუნებს ბიზნესს ამერიკაში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG