ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა რუს დიპლომატებს საიდუმლო ინფორმაცია გაუმხილა


„ნიუ-იორკ ტაიმსისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და ელჩ სერგეი კისლიაკთან შეხვედრისას სირიასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა.

ამ ბრალდებებს პრეზიდენტმა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების სრული უფლება ჰქონდა და სურდა „ტერორიზმთან და საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“ გაეზიარებინა. ამით კი მოეწოდებინა რუსეთისთვის, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალისხმევა გაეზარდა.

გაზეთების ცნობით, დაზვერვის ხელთ არსებული ის ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა რუს დიპლომატებს გაუმჟღავნა, ამერიკის ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლისთვისაც კი არ იყო ცნობილი.

ამერიკის პრეზიდენტს უფლება აქვს ნებისმიერი ტიპის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად, ტრამპის საქციელი კანონიერი იყო, თუმცა დაზვერვის ოფიციალური პირები მაინც შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ამით შესაძლოა ინფორმაციის შეგროვების მეთოდებისა და წყაროების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა თეთრი სახლი განმარტავს, რომ ეს არ მომხდარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG