ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კვლავ საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ შტატების სამხრეთ საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება და ამბობს, რომ მექსიკა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები არაფერს აკეთებენ უსაბუთო მიგრანტების ნაკადების შესაჩერებლად, რომლებიც ჩრდილოეთით მოემართებიან და ამერიკის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.

"მექსიკა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ჩვენი ქვეყნისკენ მომავალი არალეგალი იმიგრანტები", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე". "ისინი მხოლოდ საუბრობენ, ზომებს კი არ იღებენ. ამის მსგავსადვე, ჰონდურასი, გვატემალა და ელ-სალვადორი წლების განმავლობაში იღებდნენ ჩვენგან თანხას, მაგრამ არაფერს აკეთებენ. დემოკრატებს ეს ცუდი კანონები არ ადარდებთ. შეიძლება სამხრეთ საზღვარი ჩავკეტოთ", - განმარტა იქვე პრეზიდენტმა.

ტრამპი სამხრეთ საზღვრის ჩაკეტვით გასული წლის ნოემბერშიც იმუქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს არ გაუკეთებია. თუმცა საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე უთანხმოებას 35 დღით მთავრობის დახურვა მოჰყვა და ეს უთანხმოება დღემდე გრძელდება პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კანონიერების შესახებ დავით.

XS
SM
MD
LG