ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო გამომძიებელ რობერტ მალერს შეუტია. ტრამპი დაინტერესდა, როდის დასრულდება მალერის გამოძიება, რომელიც ერთ წელილწადზე მეტია, გრძელდება. პრეზიდენტმა რუსეთის საკითხის კვლევას "სასაცილო" უწოდა და აღნიშნა, რომ "კუდიანებზე ნადირობა" ამერიკის ბიუჯეტს მალე 20 მილიონი დოლარი დაუჯდება. პრეზიდენტმა ტვიტერში აღნიშნა, რომ მალერმა ამ დრომდე ვერ იპოვა საბუთი, რომელიც მისი კამპანიის რუსეთთან გარიგებას, ან პრეზიდენტის მიერ გამოძიებისათვის ხელის შეშლას დაადასტურებდა. პრეზიდენტმა დანანებით აღნიშნა, რომ გამოძიება არაფერს აკეთებს მისი ყოფილი მეტოქის, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონის კორუფციის გამოსავლენად. ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა და "ნამდვილმა ამერიკელებმა" ამ ფარსის ავტორებს პასუხი უნდა მოსთხოვონ. მალერის გამოძიებას დასასრული დარ უჩანს. საგანგებო გამომძიებელმა რამდენიმე რუს მაღალჩინოსანსა და რამდენიმე რუსულ სახელმწიფო უწყებას ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენა. ამას გარდა, ბრალი წაუყენა ტრამპის კამპანიის სამ წევრს, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG