ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა


რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრმაპი
რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრმაპი

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას, დღეს ყველაზე აქტუალური თემა რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპსა და რომის პაპს შორის იმიგრაციის თემაზე წამოჭრილი დაპირისპირებაა.

მექსიკიდან რომში მიმავალ პაპს ჟურნალისტმა ჰკითხა რას ფიქრობდა ის დონალდ ტრამპის გეგმაზე ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით. შეკითხვას პაპმა ასე უპასუხა: „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მხოლოდ კედლების აშენებაზე ფიქრობს, სადაც არ უნდა იყოს ის, და არა ხიდების აშენებაზე, ქრისტიანი არ არის.“

მილიარდერმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პასუხის გაცემა არ დააყოვნა და პაპის მიერ ნებისმიერი ადამიანის აღმსარებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას „სამარცხვინო“ უწოდა.

XS
SM
MD
LG