ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ამერიკა ორი ათწლეულია ფხენიანის შეკავებას ვერ ახერხებს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის მცდელობა ემუშავა ჩრდილოეთ კორეასთან ორი ათწლეულია წარუმატებელად მიმდინარეობს.

„ჩვენი ქვეყანა უკვე 25 წელია წარუმატებელია ჩრდილოეთ კორეასთან გამკლავებაში. მილიარდობით დოლარი და დიდი ენერგია დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ არის. ეს პოლიტიკა არ მუშაობს,“ განაცხადა ტრამპმა ტვიტერზე.

ტვიტერზე პრეზიდენტმა პირდაპირ არ ისაუბრა, თუმცა მიანიშნა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალა შეაჩერებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას, რომლის შეკავებაზეც, ამერიკელი დიპლომატები წლების მანძილზე მუშაობენ.

პრეზიდენტი ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი რამდენიმე კვირაა ერთმანეთთან სიტყვიერ ომში არიან ჩართული. დონალდ ტრამპმა სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისიც კი თქვა, რომ ამერიკა „მთლიანად გაანადგურებს“ ჩრდილოეთ კორეას იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი შეერთებულ შტატებს ან მის მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG