ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: სტადიონზე თავდამსხმელები "ბოროტი ლუზერები" არიან


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანჩესტერში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და თავდამსხმელებს „ბოროტ ლუზერებს“ უწოდებს.

„რამდენი ახალგაზრდა, მშვენიერი, უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ამ ბოროტებმა. მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, რადგან ეს სახელი მოსწონთ, ჩათვლიან რომ ეს მათვის კარგი სახელია. მე ვუწოდებ მათ ლუზერებს, რადგან ისინი ხელმოცარულები არიან,“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ბეთლემში, როცა ის პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა.

მოგვიანებით ისრაელის ლიდერის გვერდით მდგარმა ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა „საშინელი რამ მოხდა. შემაძრწუნებელი რამ, ათობით უდანაშაულო ახალგაზრდა და ბავშვი მოკლეს კაცობრიობაზე ამ საზარელი თავდასხმისას,“ თქვა მან.

თეთრი სახლის ცნობით, თავდასხმიდან მალევე პრეზიდენტი ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ტელეფონით ესაუბრა და ტერორიზმთან ბრძოლაში ბრიტანეთს ამერიკის მხარდაჭერა აღუქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG