დღეს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპის, სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰოტის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთმა და კოსოვომ ეკონომიკური ურთიერთობების დალაგების ვალდებულება იკისრეს.
"ძალადობრივი და ტრაგიკული ისტორიის, მრავალწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩემმა ადმინისტრაციამ უთანხმოებათა გადალახვის ახალი გზა წარმოადგინა. ორმა ქვეყანამ, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე ფოკუსირებით, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მთელ რიგ საკითხებში ნამდვილი გარღვევა მოახდინა."
პრეზიდენტმა ტრამპმა ამ განცხადებაში აღნიშნა, რომ მხარეებმა აგრეთვე მიაღწიეს დამატებით პროგრესს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საკითხში.
"კოსოვო და ისრაელი კავშირების ნორმალიზაციასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, სერბეთმა ამ თვეში, იერუსალიმში სავაჭრო ოფისის გახსნის და ივლისამდე საელჩოს იერუსალიმში გადაიტანის ვალდებულება იკისრა."
პრეზიდენტმა დასძინა, რომ "საბოლოო შეთანხმებისათვის, სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰოტის ვაშინგტონში ჩამოსვლას დიდი სიმამაცე დასჭირდა. აღნიშნული შეთანხმებით, მათ თავიანთი ქვეყნები, ბალკანეთი და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადეს. მოუთმენლად ველი, ვნახო აყვავებული სერბეთი და კოსოვო. ჩვენ კი ერთად ვიმუშავებთ რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად."
Facebook Forum