ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილს ელის


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან წერილს ელოდება. კიმ ჩენ უნის წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ივნისში დაგეგმილი, უმაღლესი დონის შეხვედრის სამზადისის ნაწილად განიხილება.

შეხვედრის ორგანიზებისთვის დღეს ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში ჩამოდის კიმ იანგ ჩოლი. ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელსაც ქვეყნის მმართველი პარტიის ვიცე-თავმჯდომარის პოსტი უკავია. კიმ იანგ ჩოლი წარსულში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დაზვერვას მეთაურობდა.

კიმ ჩენ უნის ნდობით აღჭურვილი პირი ნიუ-იორკში მაიკ პომპეოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა. მხარეებმა „პოტენციურ სამიტზე" ისაუბრეს, რომელიც ჩრდილეთ კორეას დაეხმარება და მას „შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს მიაღწიოს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას“. ასეთი კომენტარი გააკეთა მოგვიანებით პომპეომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG