ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გაეროში ახალი ელჩის კანდიდატებზე ალაპარაკდა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ერთ-ერთ ყოფილ მრჩეველს, დინა პაუელს გაეროში ამერიკის ელჩობის შესახებ ესაუბრა, თუმცა სხვებთან საუბარსაც აპირებს.

ოთხშაბათს, თეთრ სახლში პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ პაუელი ერთ-ერთი კანდიდატია ბევრ სხვას შორის. ნიკი ჰეილიმ, რომელსაც ეს პოზიცია აქამდე ეკავა და წლის ბოლომდე შეასრულებს მოვალეობას, გადადგომის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა. თქვა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნა მისთვის დიდი პატივი იყო. ჰეილი სამხრეთ კაროლინის შტატის გუბერნატორი იყო და მას ტრამპის ადმინისტრაციაში "ზომიერ პოლიტიკოსად" მოიაზრებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG