ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, სურვილი რომ ჰქონოდა, პროკურორს დაითხოვდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის გასულ წელს, საგანგებო პროკურორ რობერტ მალერის დათხოვნის საკითხს განიხილავდა. მალერი2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის კრიმინალურ გამოძიებას ხელმძღვანელობს.

გუშინ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: „დეკემბერში რობერტ მალერის დათხოვნის სურვილი რომ მქონოდა, დავითხოვდი. უბრალოდ, მიკერძოებული გაზეთის კიდევ ერთი ყალბი ახალი ამბავი“.

ტრამპი მუდმივად გამოთქვამდა გაღიზიანებას მალერის თითქმის ერთწლიანი გამოძიების გამო. განსაკუთრებით ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ტრამპის პირადი ადვოკატის, მაიკლ კოენის ნიუ იორკის ოფისში და საცხოვრებელში შეიჭრნენ. აგენტები ეძებდნენ ფინანსურ ჩანაწერებს და დოკუმენტებს, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, იმ ორი ქალის სიჩუმის საყიდელ მსხვილ თანხას შეეხებოდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ 2006 წელს ტრამპთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ტრამპმა ეს სავარაუდო ურთიერთობები უარყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG