ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: არ მჯერა, რომ კიმმა უერმბიერის ტანჯვის შესახებ იცოდა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რწმენით, კიმ ჩენ უნმა არ იცოდა ამერიკელი ოტო უორმბიერის არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მისი დაკავების დროს იზოლირებულ საკანში.

22 წლის ამერიკელი სტუდენტი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან ჩრდილოეთ კორეას ტურისტულ ჯგუფთან ერთად, 2016 წელს სტუმრობდა, როცა ის დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოტო ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, აშშ-ში უგონო მდგომარეობაში ჩამოყვანის შემდეგ.

„მე არ მჯერა, რომ ის ამას დაუშვებდა“ - თქვა ტრამპმა, „ეს მას არ აძლევდა ხელს, ციხეები ცუდი ადგილია, ამიტომაც იქ ცუდი რაღაცეები ხდება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG