ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმცროსი ტრამპი სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოცხადდება


აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტი შეთანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ვაჟიშვილთან, რომ ივნისში, დახურულ კარს მიღმა ინტერვიუს ჩაატარებს.

კომიტეტი ატარებს გამოძიებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, სენატორებს აინტერესებთ უმცროს დონალდ ტრამპს მეორედ მოუსმინონ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა პერსონლურმა ადვოკატმა განცხადებებში უარყო ის, რაც უმცროსმა ტრამპმა სენატის კომიტეტს 2017 წელს უთხრა.

უმცროსმა დონალდ ტრამპმა აქამდე უარი განაცხადა სენატის კომიტეტში მეორედ მისულიყო, რამაც კომიტეტი აიძულა მისთვის სავალდებულო გამოცხადების შეტყობინება გაეგზავნა.

კომიტეტი აპირებს ივნისში დაგეგმილ ინტერვიუზე ტრაამპის მოსკოვში ასაშენებელი სახლის გეგმები და უმცროსი დონალდ ტრამპის მიერ ნიუ-იორკში, 2016 წელს, ტრამპის კამპანიის წევრებთან და მენეჯერ პოლ მანაფორტთან განხორციელებული შეხვედრა განიხილოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG