ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: პრეზიდენტი სანქციების კანონპროექტს ხელს მოაწერს


თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იწონებს კონგრესის ახალ კანონპროექტს სანქციების შესახებ და მასზე ხელის მოწერას გეგმავს.

პარასკევს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გადახედა კანონპროექტის საბოლოო ვერსიას, რომელიც რუსეთის არაერთ ინდუსტრიას სანქციებს უწესებს და ამავე დროს, აშშ-ის კონგრესს ნებას რთავს, დაბლოკოს პრეზიდენტის ნებისმიერი ინიციატივა აღნიშული სანქციების შესამსუბუქებლად.

ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე სცადა, შეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს, რომელიც რუსეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სჯის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG