ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა დემოკრატ კონგრესმენს შეუტია


კონგრესმენი ადამ შიფი
კონგრესმენი ადამ შიფი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში მიმდინარე გამოძიებების წინააღმდეგ გაილაშქრა. გამოძიებებს ახალი სტიმული შესძინა დემოკრატიული პარტიის წევრების აქტივობამ და უმრავლესობამ წარმომადგენელთა პალატაში.

კერძოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესმენ ადამ შიფს შეუტია. ის წარმომადგენელთა პალატაში, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატი კანონმდებელია. ტრამპმა აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შიფმა ვერ იპოვა მის კამპანიასა და რუსეთს შორის გარიგების ფაქტი 2016 წლის არჩევნების დროს, ის ახლა მისი [პრეზიდენტის] ცხოვრების ყველა ასპექტს აკვირდება. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა წარსულში. ხდება პრეზიდენტის [ძალაუფლების] შევიწროება" - თქვა დონალდ ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG