ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში ჩავიდა, რათა ქარიშხალ „ირმას“ შედეგებთან ბრძოლის ძალისხმევას გაეცნოს და ძლიერი შტორმით დაზარალებულ ადამიანებს შეხვდეს.

ტრამპის გეგმაში, ფორტ მაიერსში და ნეაპოლში გაჩერება შედის. ქარიშხალ „ირმას“ შუაგულმა ამ ადგილებზე გადაიარა. ძლიერმა ქარმა და კოკისპირული წვიმის და შტორმის ერთობლიობამ, წყალდიდობის დიდ ტერიტორიაზე გავრცელება გამოიწვია.

პრეზიდენტმა ფლორიდა უბედურების ზონად უკვე გამოაცხადა, რაც ფედერალური დახმარების გაცემის დაჩქარებას უზრუნველყოფს.

აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქარიშხლით გამოწვეული ზიანის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG